კომპანიის ისტორია და მოღვაწეობა

 კომპანია ,,TMT LTD’’ დაარსდა 2006 წელს კასპში. შიდა ქართლის რეგიონში.კომპანია სპეციალიზაციის თვალსაზრისით აწარმოებს ხილსა და ბოსტნეულს.ასევე, დაკონსერვებულ ბოსტნეულს, ფაფებს, ჯემებს, წვენებს, მარმელადს, მშრალხილს( ჩირი) და აჯიკას (სპეციფიური სანელებლები). კომპანია აგროვებს ხილსა და ბოსტნეულს სხვადასხვა გლეხებისაგან და ფერმერებისგან რომლებიც არიან შიდა ქართლის მაცხოვრებლები, ასევე ქვემო ქართლსა და დასავლეთ საქართველოში. TMT-ს მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქტი  ნატურალურია და არ შეიცავს არანაირ კონსერვანტებს. პროდუქცია დაფასოებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შუშის ქილებში, რომლის იმპორტსაც კომპანია ახდენს უკრაინიდან და სასომხეთიდან. 
 კასპში კომპანიის საკუთრებაშია 1 700 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი. ოფისი განლაგებულია 150 კვადრატულ მეტრზე. 
 დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ მსხვილ სუპერმარკეტებში როგორიცაა: ფუდმარტი, იოლი, გუდვილი. … ასევე სხვადასხვა პატარ-პატარა მაღაზიებში საქართველოს მასშტაბით.  2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, გერმანია,  ამერიკა.  2013 წელს კომპანიის შემოსავლების   60%  -ის წინ წაწევა განაპირობა ექსპორტმა.